gudauri

Armenia

abudelauri

lagodekhi

kolkheti

rafting

georgia

georgia

nivTebi

 

ta0-klarjeti

 

 

 

 

iran

martvili

imereti

საინგილო

ლაშქრობა

თუშეთი

სვანეთი

racha-svaneti

Helicopter

vashlovani

hotel

odishelidze

teqa

www.paata.ge

უფლისციხე - ძველი საქართველოს ქალაქებიდან გამოირჩევა კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე, რომელიც გორიდან 10კმ. დაშორებით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს.
უფლისციხე აუშენებია ლეგენდარული მცხეთოსის შვილს უფლოსს. არქეოლოგიურმა შესწავლამ გამოავლინა,  რომ უფლისციხეში მოსახლეობა ჯერ კიდევ ძვ. წ.-ის VII-VI საუკუნევბში გაჩენილა.
ჯერ კიდევ წინაელინისტურ ხანაში ჩასახული ეს ქალაქი შუა საუკუნეებშიც  აგრძელებს ცხოვრებას. VI საუკუნის მეორე ნახევარში  ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გამოკვეთილი იქნა დიდი ზომის  ბაზილიკა. საქართველოში მრავლადაა კლდეში გამოკვეთილი ცალნავიანი თუ გუმბათოვანი ეკლესიები. მაგრამ სამნავიანი ბაზილიკა მხოლოდ  ეს ერთია.
ციხე-სიმაგრე უფლისციხის ხელში ჩაგდებას ცდილობდა ყველა, ვინც საქართველოს საზღვრებს მოადგებოდა. დამცველები ითვალისწინებდნენ შექმნილ ვითარებას და თუ მტერი ბევრად ძლიერი იყო, თვითონვე არღვევდნენ ციხის კედლებს. მაგალითად, ასე მოიქცნენ ისინი X საუკუნის დასაწყისში. როდესაც არაბთა რიცხვმრავალმა დამსჯელმა ჯარმა სომხეთი აიღო, მათი მეფე ძელზე ჩამოკიდა, კახეთი დაიმორჩილა და თბილისში შევიდა. უფლისციხეში მისულ მტერს ზღუდე უკვე დარღვეული, ხალხი კი გახიზნული დახვდა. ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ გამაგრებული ციხე მტერს არ დარჩენოდა. შემდეგში უფლისციხე აღადგინეს და კვლავ ძლიერ ციხე-სიმაგრედ აქციეს.

ატენის სიონი - VII საუკუნის I ნახევრის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი დგას, გორიდან 12 კმ-ზე, ატენის ხეობაში, მდ. ტანას მარცხენა ნაპირას, ფრიალო კლდის კიდეზე, საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზე.
ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენებული არიან ისტორიული და სხვა პირები, მოცემულია თარიღები და ცნობები. წარწერები საყურადღებოა ენისა და დამწერლობის თვალსაზრისითაც; ისინი მდიდარ მასალას გვაძლევენ საქართველოს ისტორიულ, კულტურულ, ენისა თუ პალეოგრაფიის მთელი რიგი საკითხების კვლევისათვის.